აუსრულეთ ოცნება
მეგობარო, მოყვარეს ხელი გაუწოდე და ღმერთი შენს სულს აუცილებლად დაინახავს, ის არასდროს მიგატოვებს რთულ დროს. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები! ამის მტკიცებულება, არის ის ყველაფერი, რაც მე თვითონ მივიღე ღვთისგან საჩუქრად!
ლეონიდ ჩერნოვეცკი
ღმერთი ხედავს, როგორ ვექცევით მოხუცებსა და სნეულებს
გაიცანით მეგობრებო ჩვენი დედები და ბებიები! ასე მოხდა, სიბერეში ჩვენ ავადმყოფობებმა შემოგვიტიეს, ხოლო ჩვენი შვილები ან თავად იმშილობენ ან უბრალოდ მიგვაგდეს და ჩვენს სიკვდილს ელოდებიან. ჩვენთან ერთად მხოლოდ ჩვენი დაავადებები არიან. მაგრამ ჩვენ გვაქვს გული და სულიდა ყველა მათგანზე ვილოცებთ, ვინც დახმარების ხელს გამოგვიწოდებს! ვიტანჯებით და ამაში ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის! ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ ღმერთთან, რადგან ღმერთი ამბობს, რომ სიბერეში ჩვენ სხვისი კეთილი ხელით დაგვეხმარება. ჩვენი ლოცვა შეისმინება! დაგვეხმარეთ და დალოცვილები იქნებით!!!
ბავშვების სურვილები
ჩვენ პატარა ქართველები ვართ. ჩვენ საქართველოს შვილები ვართ. გვინდა როგორც ბავშვებს ეკუთვნით, ისე ვიცხოვროთ. ვჭამოთ ბავშვებივით, გვქონდეს ტკბილეული, ვითამაშოთ ლამაზი სათამაშოებით, გვყავდეს ველოსიპედები. გვინდა სკოლაში ლამაზად ჩაცმულებმა ვიაროთ - როგორც სხვა ქართველი ბავშვები დადიან. ჩვენ კარგი ბავშვები ვართ და როცა გავიზრდებით თქვენ დაგეხმარებით. ჩვენ გვიყვარს სიკეთე და გვჯერა ღმერთის!
ადგილი, სადაც პატარა ანგელოზების ოცნებები ისხამს ფრთებს
მადლობა კეთილო ხალხო!!
ჩვენი დახმარების გარეშე, ისინი დაიღუპებიან
პროგრამის მიზანი არის ის, რომ მთელი საქართველო ჩაირთოს იმ ადამიანების დახმარების საქმეში, ვისაც საშინელი დაავადებები სჭირს, რომლებსაც ისინი მარტო, უბრალოდ ვერ უმკლავდებიან.
ბენეფიციართა საჭიროებანი
ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებსაც შეჭირვებული ადამიანები ღვთის საჩუქარს დაარქმევდნენ.
სათამაშოები, ავეჯი, ან თუნდაც თეთრეული შეიძლება არ იყოს ახალი, მაგრამ უნდა იყოს სუფთა და კარგ მდგომარეობაში. აკეთე სიკეთე მთელი შენი დიდი და კეთილი ქართული გულით, რათა უფალმა დააფასოს შენი კეთილშობილება!
მიიღეთ მონაწილეობა ღვთისნიერ საქმეში, მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვირეკეთ უფასო ცხელი ხაზის ნომერზე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აირჩიე რეგიონი, იპოვე ის, ვინც შენთან ახლოსაა!
გაეროს მონაცემებით, დღეში 1,9 დოლარით ცხოვრება უკიდურესი სიღარიბის ზღვარია. საქართველოში, ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მომხმარებლის საშუალო საარსებო მინიმუმი დღეში 1,84 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ნაკლებია, ვიდრე აფრიკის უმეტეს ქვეყნებში.