„ნაგვის ურნაში ჩააგდე!“ - მხეცმა ქმარმა მომცა ასეთი რჩევა. საკუთარი შვილი სანაგვეზე როგორ უნდა გადააგდო?! ნუთუ, ასეთი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად? და ამის მერე, თავს ადამიანებად თვლიან? დავუჯერე, ოღონდ შვილი კი არა ის მოვიშორე, მე და ჩემმა გოგონამ კი, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება! ნაგვის ურნაში კი, მისი ნამუსი და ღირსება აღმოჩნდა! დაე, ამის შესახებ იცოდეს ყველამ! „ან მე, ან ის!“ - ასე მითხრა და წავიდა სამუდამოდ. თავის ცხოვრებიდან მხოლოდ მე კი არა, საკუთარი ღირსება და ნამუსი ამოშალა!
2024 მარტი 26
ეს ჩემი სიყვარულია! მას თამთა ჰქვია! ჩვენ ერთმანეთი მთელი გულით გვიყვარს! მე მას არასდროს მივატოვებ! გულკეთილი ადამიანების დახმარება ძალიან, ძალიან გვჭირდება! „მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მძიმედ დაავადებული და უსუსური გოგონა ავირჩიე! მე ხომ, დედა ვარ! ის ერთადერთია ჩემთვის! - გვიამბობს როზა, მძიმედ დაავადებული გოგონას დედა. - უკვე 33 წელია ერთნი ვართ და ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ!“ როზა (დედა): სანამ თამთა 7 წლის გახდებოდა, მთელი ძალებით მისი ჯანმრთელობისთვის ვიბრძოდი. გავყიდე ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნდა, ჭურჭელიც კი. მაგრამ, ჩემს გოგონას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ხელებს ვერ ამოძრავებს. მაგრამ, ასეთი დაავადების მიუხედავად, მოხდა სასწაული! გონიერია და ყველაფერი ესმის! მოსიყვარულე გული აქვს! ჩემი საბრალო გოგონა! როგორია იმისი ცოდნა, რომ ეტლში უნდა იჯდე ცხოვრების ბოლომდე!..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,754 ₾
(
660 დონორი )
ნათია ბერაია
17 დღის წინ
5 ₾
მამულაშვილი ვახტანგი
22 დღის წინ
5 ₾
აივაზაშვილი ვანო
22 დღის წინ
5 ₾
მანუჩარ მეგრელიშვილი
23 დღის წინ
10 ₾
ბუცხრიკიძე ლაშა
25 დღის წინ
50 ₾
თამარი ჯიაძე-აბაშვილი
25 დღის წინ
2 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დე, არ მოკვდე!!! sos!!! წყეული სიმსივნისგან გადასარჩენად ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!
რა საშინელი სიტყვაა — კიბო! ის სიკვდილივით ჟღერს, როცა არც ფული გაქვს და დახმარებასაც არავისგან ელი! სახლში, სადაც რეპორტაჟს ვიღებდით, არავინ იღიმის! დახმარების უხმო კივილი...
შეგროვებულია
1,625.34 ₾
დაეხმარა
111
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა...
შეგროვებულია
13,025.2 ₾
დაეხმარა
867
|