ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გვჭირდებით და ძალიან ძვირფასები ხართ ჩვენთვის!

გვჭირდებით და ძალიან ძვირფასები ხართ ჩვენთვის!

შეგროვებულია:
267 ₾
(დონორი: 13)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

გვჭირდებით და ძალიან ძვირფასები ხართ ჩვენთვის!

 მეგობრებო, რა სიმბოლურია, რომ უფროსი თაობის დღესასწაული 1 ოქტომბერს აღინიშნება, ხანდაზმულობის ასაკი ხომ, „ოქროს შემოდგომაა“ ჩვენი ცხოვრების. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი მოხუცი ოჯახის წევრების, ახლობლების და უბრალოდ ნაცნობების მიმართ! თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე ახალგაზრდა თაობას უნათებს გზას! 

 ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ, სამწუხაროდ, ბევრია მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული მოხუცი, ვისაც სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან სჭირდება ყურადღება, დახმარება და მზრუნველობა. ისინი არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ მუდამ უნდა ვეხმარებოდეთ კიდეც!

 მოხუცები ჩვენი ცოცხალი ისტორიაა, ცოდნის სიმდიდრე, ენით აღუწერელი სიბრძნის წყარო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათგან ყოველდღიურად ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. 

 ჩვენო ძვირფასო ბებიებო და ბაბუებო, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. იმდენი რამ გაქვთ გაკეთებული თქვენი ცხოვრების განმავლობაში! გისურვებთ თქვენი სული მუდამ ღვთისკენ მიისწრაფოდეს სიმშვიდის და სიხარულის მოსაპოვებლად!

 მეგობრებო, ყველამ ვიცით, რომ არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვიზრუნოთ მათზე. მოდით, მიუხედავად ჩვენი მოუცლელობისა და ყოველდღიური საქმეების, მოხუცებს ნუ დავივიწყებთ! უფრო ხშირად დავურეკოთ, თბილი სიტყვები ვუთხრათ! და რაც მთავარია, შევახსენოთ, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მოხუცების დახმარება)