ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მარტოხელა, მშიერი ქართველი მოხუცები!!! მეგობრებო, ისინი ყველამ მიატოვა ჩვენს გარდა! ამიტომ, ჩვენი ფონდი აქციას იწყებს:

მარტოხელა, მშიერი ქართველი მოხუცები!!! მეგობრებო, ისინი ყველამ მიატოვა ჩვენს გარდა! ამიტომ, ჩვენი ფონდი აქციას იწყებს: "სიბერე ცრემლების გარეშე"!!!

შეგროვებულია:
1,208.2 ₾
(დონორი: 69)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

მარტოხელა, მშიერი ქართველი მოხუცები!!! მეგობრებო, ისინი ყველამ მიატოვა ჩვენს გარდა! ამიტომ, ჩვენი ფონდი აქციას იწყებს: "სიბერე ცრემლების გარეშე"!!! 

და თქვენი გულითადი თანადგომის დიდი იმედი გვაქვს! შემოგვიერთდით! ჩვენც ხომ, ოდესმე დავბერდებით და ვინ იცის, ვინ დარჩება ჩვენს გვერდით და როგორი იქნება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი... ვერცერთ მათგანს ვერ წარმოედგინა, ასეთი მომავალი რომ ელოდა წინ! ეს მოხუცები ნამდვილ მეომრებს ჰგვანან, უცნობ და გარდაუვალ მომავალს ებრძვიან... და ისინი ამ ბრძოლაში მარტო არ არიან - ჩვენ ვართ მათ გვერდით!

 ამ შეჭირვებულთაგან ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ჩავარდებოდა ასეთ საშინელ დღეში! მოხუცებიც ხომ, ჩვენი შვილები არიან! უბრალოდ მათ სათამაშოდ არ სცალიათ! მუდმივად სჭირდებათ დახმარება!!!

 ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც დღეები მტკივნეულად იწელება, როდესაც არაფერი რჩება მოგონებების გარდა და გვერდით აღარავინ გყავს - არც მშობლები, არც ნათესავები, ხანდახან შვილებიც კი! მარტოსული სიბერე ტანჯვად რომ იქცევა, ცხოვრების დიდი დრამის ბოლო თავს ჰგავს. 

გგონიათ სიბერეში მარტოობა ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს თქვენს გარდა? ნუ იქნებით ასე დარწმუნებული, თითქმის ყველა ჩვენს ბენეფიციარს სჯეროდა, რომ სიბერე მათი ცხოვრების ყველაზე მწარე ნაწილი არ იქნებოდა! შეხედეთ და ისწავლეთ მათ მაგალითზე, შეხედეთ და გააცნობიერეთ - არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ ახლა და ვისთან ერთად ვართ - სიბერე მოვა და შეიძლება, ნამდვილი საშინელება იყოს!

ხშირად ვხედავთ ხანდაზმულებს, რომლებსაც სჭირდებათ უამრავი წამალი და საფენები. თითოეულ აბში არა მხოლოდ წამალს, არამედ მათი არსებობის გახანგრძლივების შესაძლებლობას ხედავენ. თითოეული საფენი მხოლოდ მოვლის საშუალება კი არა, არამედ ფარია, რომელიც მათ ღირსებას იცავს.

ისინი იმის მოწმენი გახდნენ, როგორ იცვლება ირგვლივ სამყარო, როგორ ღალატობენ ადამიანები, რომლებიც უყვარდათ, სრულიად უცნობები კი მხსნელი ანგელოზები ხდებიან.

მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ვიწყებთ აქციას: „სიბერე ცრემლების გარეშე“, შენ შეგიძლია მათი მხსნელი და მათი სიხარულის მიზეზი გახდე. იცოდე, რომ შენთვის ილოცებენ. უფალი კი აუცილებლად შეისმენს მათ ლოცვას!

ძალიან ცოტა სჭირდებათ: წამლები, საფენები და ტკბილეული. დიახ, ზუსტად ისევე, როგორც პატარა ბავშვებს. ჩაისთვის ორცხობილა ყველაზე კეთილი და გემრიელი რამ არის მათ ცხოვრებაში.

 გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათ გადარჩენას. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ისტორიის გაზიარება, ამ მოხუცების გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

 ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სიბერე ცრემლების გარეშე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!